ათასობით ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ მაჯაზე გკიდიათ - ხაბეიშვილი ღარიბაშვილს
ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში ქვეყნის მძიმე ეკონომიკური კრიზისი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა
"1 ლარი და 50 თეთრი იცით, რას აღნიშნავს ან 73 თეთრი? თქვენ თუ არ იცით, მე გეტყვით, რომ ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს თქვენ ეუბნებით, რომ ყოველდღიურად 1 ლარად და 50 თეთრად გამოიკვებონ, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ. ომის ვეტერანებს ეუბნებით, რომ 73 თეთრად გამოიკვებონ.
ბატონო ირაკლი, აქ არის 30 ათასი ლარი, დამრგვალებულია თქვენი ერთი თვის ხელფასი, ყოველდღიურად 1003 ლარს იღებდით, თქვენსავე დეკლარაციაში გაქვთ მითითებული იმ ფონზე, როდესაც 73 თეთრად გინდათ, რომ გამოიკვებონ ომის ვეტერანები. ასევე, 2,5 დოლარი და 1,9 დოლარი - ეს პენსია და საარსებო მინიმუმია. ამასობაში, 425.670 ლარი აბა რას გეუბნებათ ბატონო ირაკლი და მერე 71? ეს თანხა თქვენ და თქვენმა მეუღლემ გადაიხადეთ 2 ავტომობილში. 71 აღნიშნავს რიცხვს, რომ პოლიციელმა და ჯარისკაცმა ზუსტად ამდენი წელი უნდა ემსახუროს სახელმწიფოს ყოველდღურად, რომ თქვენნაირი ავტომობილი იყიდოს. 300 ათასი ლარი და 6665 ადამიანი - ალბათ, ამასაც ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს. 6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე ბატონო ირაკლი და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი. ამაზე ძვირადღირებულიც თუ გაქვთ, არ ვიცი", - თქვა ხაბეიშვილმა.