ილია მეორე: ყველა ეკლესია-მონასტერს კურთხევა ეძლევა, სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იყოს ერთჯერადი ჭიქები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საპატრიარქოსადმი, გამოსცა ბრძანება, რომელშიც, პანდემიიდან გამომდინარე, რეკომენდაციების დაცვაზე იძლევა კურთხევას.
„14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნეს დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები“, - აღნიშნულია ბრძანებაში.