სომხეთის საგარეო უწყება ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე - სომხეთი საქართველოს მეგობრულ ხალხს სოლიდარობას უცხადებს



სომხეთის საგარეო უწყება ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე - სომხეთი საქართველოს მეგობრულ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

დამწუხრებული ვართ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“- აღნიშნულია საგარეო უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ „სომხეთი საქართველოს მეგობრულ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.“

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი პირი კი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი მძიმე მდგომარეობაშია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ