მესაქონლეობის ნახევსაუკუნოვანი ისტორია - ვალერიან პუხლოევის გზა ოჯახური მეურნეობიდან ბიზნესამდე
ვალერიან პუხლოვის ოჯახი უკვე 50 წელზე მეტია მესაქონლეობას ეწევა. პუხლოვები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში ცხოვრობენ და მესაქონლეობას მისდევენ. უკვე წლებია საყვარელი საქმე ბიზნესად აქციეს. საქონელს შემოდგომის შემდეგ მოლიანში აზამთრებინებენ, ადრე გაზაფხულზე კი მთაში მიერეკებიან. საზაფხულო იალაღი გომის მთაზე აქვთ.
ვალერიან პუხლოვს ეს საქმე ბავშვობიდან უყვარს, მამამ ოთარ ( ბუხუტი) პუხლოვმა შეაყვარა, ვალერიანმა კი მის შვილს და ასე გრძელდება ნახევარსაუკუნოვანი ისტორია.
,, მამაჩემს, რაც თავი მახსოვს სულ პირუტყვი ყავდა და მესაქონლეობას ეწეოდა. ეს საქმე მან შემაყვარა.ზამთრობით მოლიანში ვიყავით, ზაფხულობით მთაში მივერეკებოდით საქონელს და ბარში შემოდგომაზე ჩამოვდიოდით. როცა დავოჯახდი და შვილი მეყოლა , ისიც პატარაობიდანვე დაგვყვებოდა მთაში , მასთან თავისით მოვიდა ამ საქმის სიყვარული.’’
ვალერიან პუხლოვმა მამის გარდაცვალების შემდეგ მეურნეობა კიდევ უფრო გააფართოვა. სამ ხის ნაგებობას , რომელსაც ცხოველების სადგომად იყენებდა, კაპიტალური, თორმეტმეტრიანი აგურის შენობა დაამატა და საოჯახო ბიზნესი გააფართოვა. ეს მამის სურვილი იყო, რომელიც შვილმა შეუსრულა. ამ პროცესში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინანსურ რესურსებს ენიჭება. პუხლოვების ოჯახს ეკონომიკურად წელში გამართვაში ,,საქართველოს ბანკი’’ მეწარმეებზე გაცემული სესხით დაეხმარა.
,, სესხი ბიზნესის გასაფართოვებლად ,, საქართველოს ბანკიდან’’ ავიღე. მართლა კარგი ბანკია. ისეთი კრედიტ ოფიცერი მყავს, სულ რჩევა დარიგებებს მაძლევს. ჩემს კეთილდღეობაზე ზრუნავს. სხვა ბანკის მომხმარებელი ვიყავი ადრე და მეზობლის რჩევით სესხი ,, საქართველოს ბანკში’’ გადმოვიტანე, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ გესაუბრებიან, როგორ ყურადღებას იჩენენ შენდამი, გულისყურით გისმენენ და გეხმარებიან’’.
დღეისთვის პუხლოვები 100 - მდე პირუტყვს უვლიან. საქმის კიდევ მეტად გაფართოება და მოლიანში საცხოვრებლის შეცვლა სურთ. როგორც ფერმერი ამბობს, „საქართველოს ბანკი’’ ამჯერადაც მზადაა დასახმარებლად, თუმცა პუხლოვებს პანდემია აფერხებთ. კორონავირუსის და შეზღუდვების გამო მათი ბიზნესიც შეფერხედა. რძეს და რძის ნაწარმს, ასევე ხორცს, რესტორნებსა და კვების ობიექტებს აბარებდნენ. ახლა პროდუქტზე მოთხოვნა ნაკლებია. რესტორნების მუშაობა პანდემიამ ნაწილობრივ შეაჩერა და ეს მესაქონლეებსაც დაეტყოთ.
,, პანდემიან ძალიან შეგვიშალა ხელი, საქონელს, მის ხორცსა და რძის ნაწარმს ვეღარ ვყიდი, ისე როგორც ადრე. რესტორნები აღარ მუშაობენ, ქორწილები და დიდი სუფრები აღარაა და ჩვენი ბიზნესიც შეფერხდა. სესხს გაყიდული საქონლით ვიხდი, სხვა შემოსავალი ჩემ ოჯახს არ გააჩნია. ,, საქართველოს ბანკი’’ აქაც მიწყობს ხელს, მართლა ადამიანურად მიდგებიან და მადლობა მათ ამ დამოკიდებულებისთვის. იმედია პანდემია მალე დასრულდება და ყველა ერთად ამოვისუნთქებთ.’’
პუხლოვები ახლა ზაფხულის იალაღზე, გომის მათზე არიან. მოლიანში გვიან შემოდგომაზე დაბრუნდებიან. იმ იმედით, რომ პანდემიის მეოთხე ტალღა გადავლილი იქნება და ბიზნესის გაფართოების ხალისი და შესაძლებლობა მიეცემათ.
წინ დიდი გეგმებია, რომელსაც მესაქონლე ოჯახი მეგობარ ბანკთან ერთად აუცილებლად განახორციელებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი მომხმარებელს აგრობიზნესის გასავითარებლად არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს. ახლახან ბანკმა ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭირო თანადაფინანსება გახადა ხელმისაწვდომი. გრანტზე განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ვინც დაინტერესებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენით. გაიგეთ მეტი საგრანტო პროგრამაზე: https://bit.ly/38agsr9