მამუკა ხაზარაძე სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე: დაველოდები ზუსტ ინფორმაციას და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს
დაველოდები ზუსტ ინფორმაციას და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე განუცხადა.
„ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვაქვს არანაირი სტრუქტურა, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, თქვენ და მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია. დაველოდები ზუსტ ინფორმაციას და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.