გორელი სუმოისტები ტურნირისთვის ემზადებიან



გორელი სუმოისტები ტურნირისთვის ემზადებიან

12-15 სექტემბერს საქართველოს ნაკრების სუმოისტებმა - ამირან წიქორიძემ და ბადრი ხატისკაცმა, ევროპის თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე, რამდენიმე დღით გორში სავარჯიშო-საწვრთნელი შეხვედრები გამართეს.

სავარჯიშო პროცესში მათთან საკონტროლო შეხევდები ჩაატარეს - ლუკა ავაზაშვილმა, ლუკა სომხიშვილმა და თაზო ბიგანაშვილმა.

ვარჯიშები, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის დარბაზში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ავთანდილ ცერცვაძის და შიდა ქართლში სუმოს მწვრთნელის მერაბ პაიჭაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.

ბადრი ხატისკაცი და ამირან წიქორიძე პოლონეთში ხვალ გაემგზავრებიან. 17-18 სექტემბერს ქალაქ კროტოშინში კი ჩატარდება კიდეც ევროპის თასი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ