გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის 18 სოფელს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება



გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის 18 სოფელს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", "საგურამო-ქუთაისის" მაგისტრალურ გაზსადენზე, ავარიულ-აღდგენით სამუშაეობს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 30 ივლისს 4:00 დან 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: ნადარბაზევი, ნაწრეტი, შავშვები, წითელუბანი, ხურვალეთი, ხურვალეთის დევნილთა დასახლება, ახალშენი, ბერშუეთი, ზემო ახალსოფელი, ზემო სობისი, ზერტი, ზეღდულეთი, კირბალი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო სობისი, დოესი, უფლისციხე, ქვახვრელი.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაავრცელა.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ