გორის ,,გორმა“ 2021 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამა



გორის ,,გორმა“ 2021 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამა

საფეხბურთო კლუბ ,,გორის“ ადმინისტრაციამ გასული წელი შეაჯამა. არაერთი თასი და ჩემპიონობა, გუნდი გასულ წელს ჩატარებულ შეხვედრებს დადებითად აფასებს.


გუნდმა წლის პირველი გამარჯვება U13-მა იზეიმა! თებერვალში გუნდი მშვიდობის თასის გამარჯვებული გახდა და პირველი ტიტულიც მოვიპოვა 🥇
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ხაჭაპურიძე 👨‍🏫
დამხმარე მწვრთნელები: ნიკა სადაღაშვილი, ამო ყველაშვილი 👨‍💼

მათთვის წარმატებული გამოდგა წელი U17-ისთვის. მამუკა ვარდოსანიძის გუნდმა ელიტ ლიგაზე პირველი ადგილი დაიკავა 🥇
მთავარი მწვრთნელი: მამუკა ვარდოსანიძე 👨‍🏫
დამხმარე მწვრთნელი: ილია მღებრიშვილი 👨‍💼

2010-იანებმა ვახტანგ კოპალეიშვილის თასზე საპატიო მე-3 ადგილი დაიკავეს და დამსახურებული მედლებიც მოირგეს 🥉
მთავარი მწვრთნელი: ილია მღებრიშვილი 👨‍🏫
დამხმარე მწვრთნელები: იულონ ქოჯოშვილი, ვაჟა ტიტვინიძე 👨‍💼

2014-იანები თამაზ კოსტავას თასზე ფინალში გავიდა და მე-2 ადგილი დაიკავა 🥈
მთავარი მწვრთნელი: პაატა ფეზუაშვილი 👨‍🏫
დამხმარე მწვრთნელი: ალიკა მერაბიანი და ბესო კეჩხუაშვილი 👨‍💼

წელი კი 2013-იანების ტრიუმფით დასრულდა, გუნდი ვახტანგ კოპალეიშვილის თასის ფინალში გავიდა სადაც ნორჩი დინამო დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. 🏆
მთავარი მწვრთნელი: ემზარ წკრიალაშვილი 👨‍🏫
დამხარე მწვრთნელი: გიორგი თედელური 👨‍💼

,,2021 წელი გორის გორისთვის საკმაოდ პროდუქტიული და წარმატებული გამოდგა. რამდენიმე ასაკობრივმა გუნდმა ჩემპიონობაც იზეიმა. წინ არის 2022 წელი, რომელიც კიდევ უფრო წარმატებული, და დიდი გამარჯვებებით დატვირთული უნდა იყოს. კლუბის სახელით კი ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ: მშვიდობას, ჯანმრთელობას, წინსვლას და კეთილდღეობას.“  - წერია გუნდის მიერ გავრცელებულ ანგარიშში. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ