კასპის სასამართლოს შენობაზე ,,ენმ“-ის წევრებმა ბანერი გადმოფინეს



კასპის სასამართლოს შენობაზე ,,ენმ“-ის წევრებმა ბანერი გადმოფინეს

,,ხელისუფლება კლავს“ ამ წარწერით ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა  ბანერი კასპის რაიონულ სასამართლოს შენობაზე გადმოფინეს. პროტესტის მიზეზი, მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობაა. მისი მხარდამჭერები მე-3 პრეზიდენტის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.

,,სასამართლო, რომელიც უსამართლობის სიმბოლოდ აქცია რეჟიმმა!!. ამ პერფომანსით ვამხილეთ სისტემა. გავაპროტესტეთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში. ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავროიბა კლავს მესამე პრეზიდენტს. ჩვენ ვიმყოფებით პროტესტის რეჟიმში და იქამდე გაგრძელდება ასე სანამ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.“ - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნუგზარ ნონიაშვილი.

 შეგახსენებთ, მანამდე კასპში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ბანერი ადგილობრივ საკრებულოს შენობაზე გადმოფინეს. ,,თავისუფლება მიშას“ ,,რეჟიმი უნდა დაემხოს" ამ ლოზუნგებით მათ მიხეილ საკაშვილის პატიმრობაში ყოფნა და ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ