ნიკა მელია, გორელი პოლიციელის ვიდეოს ეხმაურება
ენმ-ს ლიდერი და ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, გორელი პოლიციელის ვიდეოს ეხმაურება და ფეისბუქზე წერს:
ეს ვიდეო ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ამხელს და ადასტურებს შემდეგს: ამ ხელისუფლების რყვნისა და ხრწნის პროცესი უკვე შეუქცევადია. მთელი ვერტიკალი, მათ შორის პოლიცია დაბეჩავებულია და არის ერთი კაცის პირად მორჩილებაში. ძალიან ბევრი პოლიციელი ვერ ბედავს იმას, რაც გაბედა ამ პოლიციელმა და უსიტყვოდ ემორჩილება ყველა უკანონო ბრძანებას. პოლიციელები არიან ოლიგარქისა და მისი მარიონეტების ტყვეობაში და ჩვენი ვალია დავიხსნათ ისინი ამ ტყვეობიდან." წერს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ ხელმძღვანელებმა სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წასვლა მოსთხოვეს. ჯოხაძე ეჭვობს, რომ დევნა პოლიტიკურია.