თენგიზ ჩიტიაშვილი - მოვუწოდებ ჩემს ოპონენტებს, წინასაარჩევნო გარემო ჩავატაროთ მშვიდ გარემოში



თენგიზ ჩიტიაშვილი - მოვუწოდებ ჩემს ოპონენტებს, წინასაარჩევნო გარემო ჩავატაროთ მშვიდ გარემოში

,,მოვუწოდებ ჩემს ოპონენტებს, წინასაარჩევნო გარემო ჩავატაროთ მშვიდ გარემოში - ამის შესახებ ,,ქართული ოცნებიდან“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, სოფელ წაღვლში მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განაცხადა. ჩიტიაშვილმა მომხდარი ფაქტი დაგმო და თქვა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ინციდენტები ხშირია.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ კოორდინატორს სოფელ წაღვლში ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავებული ექსპერტიზიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში მისი გამოკითხვა მიმდინარეობს. ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, გახარიას წაღვლის მაჟორიტარობის კანდიდატმა მათ კოორდინატორს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენეს, როდესაც იგი საარჩევნო, სააგიტაციო მასალას აკრავდა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ