კახა კუჭავა - ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის „ფეიკ“ ვიდეო



კახა კუჭავა - ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს არის „ფეიკ“ ვიდეო

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, მიხეილ საკაშვილი საქართველოში არ არის და ის ვიდეო, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, „ფეიკია“.

„არ შეიძლება სერიოზულად გააკეთო კომენტარი არასაერიოზული კაცის არასერიოზულ ქმედებებზე. ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გავატაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ საკაშვილი საქართველოში არ არის. ეს არის „ფეიკ“ ვიდეო. ემოციების დაცხრომისკენ მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში თქვენ, რომ არ გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია“ , - განაცხადა კუჭავამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება.

„ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას“, - აცხადებს სააკაშვილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ