ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა მელიას მომხრეებს საოფისე ავეჯი წაართვეს - დაპირისპირება ენმ-ს შიდა ქართლის ორგანიზაციაში



ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა მელიას მომხრეებს საოფისე ავეჯი წაართვეს - დაპირისპირება ენმ-ს შიდა ქართლის ორგანიზაციაში

დაპირისპირება ენმ- შიდა ქართლის ორგანიზაციაში გრძელდება. კასპის ოფისიდან ხაბეიშვილის ფლანგმა ავეჯი წაიღო. ,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, გაუქმდა ენმ- ძველი ოფისი, რომელიც კოსტავას 10-ში მდებარეობდა. ,,დამირეკა, ზურაბ ოზგებაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი თანამდებობის პირია და მოგვთხოვა იმ ავეჯისა და ტექნიკის დათმობა, რომელიც პარტიულ ბალანსზე იყო. ბუნებრივია წინააღმდეგობა არც გაგვიწევია. ეს არის მკაფიო გამიჯვნა პარტიიდან, ვინაიდან ჩვენ ვიყავით ნიკა მელიას მხარდამჭერი დეპუტატები. გასაკვირი არ არის ჩემთვის, რადგან არჩევნების შემდეგ, ყოველგვარი კონტაქტი გვაქვს გაწყვეტილი. ჩვენ ვრჩებით ძველ, პარტიულ ოფისში, თუმცა ხაბეიშვილის ფლანგი გადადის ახალ მისამართზე " - ამბობს ენმ- წევრი და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი. ცნობისთვის, ენმ-ში დიდი განხეთქილებაა, ერთმენთს ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის ფლანგი დაუპირისპირდნენ. ამის გამო მეორე ფრონტი შიდა ქართლშიც გაიხსნა, სადაც ერთმანეთის მიმართ ურთიერთ ბრალდებები არ წყდება. შესაძლოა პარტიის თავმჯდომარეს ასარჩევად ხელახალი არჩვენები ისევ ჩატარდეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ