USAID-ის მისიის დირექტორი გორელ ოსტატს შეხვდა
USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი გორელ ოსტატს, ირინას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია USAID/Georgia ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.
,,საქართველოს უმდიდრესი კულტურა აქვს. ვამაყობთ, რომ ამ სილამაზის მსოფლიოსთვის გაზიარებასა და მომგებიანი და მდგრადი ტურისტული ინდუსტრიის შექმნაში ხელს ვუწყობთ ოსტატებსა და ტურ ოპერატორებს.
გორში ადგილობრივ ოსტატ ირინა შოთაძეს ხელნაკეთი ფილების დასამზადებლად საჭირო ახალი კერამიკული ღუმელის შეძენაში დავეხმარეთ. სხვა ოსტატებთან ერთად ირინამ ნამდვილი შედევრი - ხელნაკეთი ფილების მოზაიკა „1 001 ქართული ორნამენტი“ შექმნა. USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი შეხვდა ირინას. შეხვედრაზე ისაუბრეს, ჩვენი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და საქართველოს ოსტატების წვლილზე კულტურისა და ეკონომიკის განვითარებაში“ - წერია განცხადებაში.