,, ჩართულია სპეციალური სირენები და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ" - ცოტახნის წინ ქალაქი დაბომბეს
"ჰამასმა" ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრალური ნაწილის, მათ შორის თელ-ავივის დაბომბვა დაიწყო.
ამ მიმართულებით 140-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. თავის მხრივ, ისრაელი ამ რაკეტების განეიტრალებას საჰაერო თავდაცვის სისტემებით ცდილობს, რომლის ეფექტურობაც 90 პროცენტია. ქვეყნის უდიდეს ნაწილში ჩართულია სპეციალური სირენები და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.