გორის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის გამოვლინების მიზნით 15 799 მარტივი და 4 864 პსრ ტესტი გაკეთდა



გორის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის გამოვლინების მიზნით 15 799 მარტივი და 4 864 პსრ ტესტი გაკეთდა

გორის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის გამოვლინების მიზნით 15 799 მარტივი და 4 864 პსრ ტესტი გაკეთდა. აღნიშნული ინფორმაცია გორის მუნიციაპლიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, პირველი ივლისიდან პირველ სექტემბრამდე გაწეული ანგარშშია მოცემული. 

,,დადასტურებული იყო 1124, ეპიდკვლევა ჩატარდა ყველა შემთხვევაში, იზოლაციაში გადავიყვანეთ 5256 პირი. ე.წ. საზღვრის კვეთაზე ეპიდზედამხედველობა დავამყარეთ 159 შემთხვევაში.“- წერია ანგარიშის დოკუმენტში.

მუშაობის ანგარიში, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ გიუნაშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ