,,დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 3 ადამიანს ვეძებთ“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა



,,დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 3 ადამიანს ვეძებთ“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან, ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ნანგრევებში 3 ადამიანს ეძებენ.

„სამწუხაროდ, 5 გარდაცვლილია ნაპოვნი. ისინი პროზექტურაში არიან გადასვენებულები. თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე სამ ადამიანს ვეძებთ. რაც ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს, წესით, მეტი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მან მაშველებსა და ადგილზე მომუშავე ტექნიკის ოპერატორებს მადლობა გადაუხადა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ