პატიმრობა შეუფარდეს პირებს, რომლებიც ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე არიან დაკავებულები



პატიმრობა შეუფარდეს პირებს, რომლებიც  ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე არიან დაკავებულები

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა გამოაცხადა. ოთხ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ძარცვის მუხლებით აქვს წარდგენილი, ერთს კი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის. ცნობისთვის, თომას კენედი საქართველოში ბოლო 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ბოლოს ტურისტი გორში გაჩერდა, სადაც ის 7 ოქტომბერს გაძარცვეს და სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი მდინარემ მეორე დღეს, სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ