,,ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტზე თავდამსხმელი დაკავებულია - შსს



,,ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტზე თავდამსხმელი დაკავებულია - შსს

,,ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტზე თავდამსხმელი დაკავებულია. ინფორმაცია ამ წუთებში გახდა ცნობილი. შსს-ს ცნობით,  ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს განცხადება:  ქარელის N2 საარჩევნო უბანში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია "მონიტორინგის“ ჟურნალისტს. მომხდარ ფაქტზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და კენჭისყრის შენობაში ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. პოლიციის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულია 1972 წელს დაბადებული გ.კ.; “ - წერია განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ