ოკუპანტები გორის მუნიციპალიტეტში უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ - დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი



ოკუპანტები გორის მუნიციპალიტეტში უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ - დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი

დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა. მისი თქმით აღნიშნულ ფოტოებზე ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტში გავლებული ახალი ღობეა აღბეჭდილი. ქაცარავა წერს, რომ 16 აგვისტოს, სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას ოკუპანტების მიერ განთავსებული ახალი ღობე აღმოაჩინა. იგი აღნიშნავს, იმასაც რომ 13 ივნისის პატრულირებისას აღნიშნულ ტერიტორიაზე ღიობე არ იყო განთავსებული და ვარაუდობს, რომ ოკუპანტებმა ტერიტორია 13 ივნისიდან 16 აგვისტოს შუალედში შემოღობეს.

,,ჩვენთვის რთულია იმის თქმა, კონკრეტულად როდის დაამონტაჟეს ორკებმა ეს ღობე 13 ივნისი-16 აგვისტოს შუალედში, მაგრამ ფაქტი უტყუარია - ოკუპანტებმა ბერშუეთის ეს მონაკვეთი ზუსტად ამ პერიოდში შეღობეს. საოკუპაციო რეჟიმი არ ჩერდება, მას ხელისუფლებისგან ზე-კომფორტული პირობები აქვს შექმნილი.

ქოცმთავრობა კოლაბორაციონისტია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპანტმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი.“ - წერს, ატისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ