აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. ნაირა სურმანიძე ქობულეთის სამედინო ცენტრსა და „ბაუში“ მუშაობდა. მას კოვიდ-19 10 მაისს დაუდასტურდა.
„61 წლის ქალი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში შეყვანეს 10 მაისს, 11:00 საათზე, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას სტაბილური იყო, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა მე-7-მე-8 დღეს. განვითარდა ორმხრივი პნევმონია, დისტრეს სიმდრომი, ფილტვის შეშუპება, გულის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. გატარებული შესაბამისი ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალება დაფიქსირდა 28 მაისს, 05:15 საათზე“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.