მოზარდი ყვება, რომ ბაბუა 5 წლის განმავლობაში აუპატიურებდა - ბრალდებულის ადვოკატი



მოზარდი ყვება, რომ ბაბუა 5 წლის განმავლობაში აუპატიურებდა - ბრალდებულის ადვოკატი

შიდა ქართლში, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი, დანაშაულს არ აღიარებს. 53 წლის კაცი ირწმუნება, რომ მოზარდმა ყველაფერი მოიგონა. 

ბავშვი ამბობს, რომ თითქოს 5 წლის განმავლობაში, სისტემატიურად ხდებოდა მისი გაუპატიურება. ამ ინფორმაციას დაკავებული აბსოლუტურ სისულელეს უწოდებს. ადამიანი ცუდად გახდა, როდესაც დეტალების შესახებ დავიწყე საუბარი. მის ქმედებაში არავითარი მსგავსი არ იხატება. მისი ხედვით და ჩემი ღღმა რწმენით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ შეთითხნილი ფორმულირება შურისძიების მიზნით"- აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყუის, როცა აცხადებს, რომ მამაკაცი მიმალვაში იმყოფებოდა. მისი თქმით, კაცი თბილისში შვილთან იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება); 11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან); 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ნდობის გამოყენებით) და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ