შიდა ქართლში მე-12 კლასელი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიში მე-12 კლასელი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდის ცხედარი აბაზანაში ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გაზის გაჟონვას უკავშირდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.