ამცირებს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების განვითარების რისკს - ყავის 7 თვისება



ამცირებს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების განვითარების რისკს - ყავის 7 თვისება

1. ამცირებს ღვიძლის ციროზის განვითარების რისკს

 

იტალიის მარიო ნეგრის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნაღვლის ბუშტზე ყავის ზემოქმედების შესწავლის შემდეგ გაარკვიეს, რომ ყავის ხშირად დალევას შეუძლია თითქმის 50 %-ით შეამციროს ღვიძლის ციროზის განვითარების რისკი.

2. ამცირებს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების განვითარების რისკს

აშშ-ს ალცჰაიმერის დაავადების შესწავლის ცენტრში ჩატარდა კვლევა, რათა გაერკვიათ კოფეინის გავლენა ამ სნეულების განვითარებაზე. კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ დღეში 3 ჭიქა ყავას შეუძლია 65 %-ით შეამციროს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი. პარკინსონის დაავადების განვითარების რისკი კი მცირდება თითქმის 20 %-ით.

3. ამცირებს კიბოს დაავადების საფრთხეს

გამოკვლევამ, რომელიც ჩატარდა მილანის კლინიკური კვლევების დეპარტამენტში, დაამტკიცა, რომ ყავის დალევა ამცირებს სარძევე და წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი დაავადების რისკს.

4. პოზიტიურად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლისა და სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის მეცნიერებათა ჯგუფმა, კვლევების შედეგად დაამტკიცეს რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად 3-დან 5ჭიქამდე ყავას სვამდნენ, თითქმის 3-ჯერ ნაკლებად აქვთ გულის დაავადებები, ვიდრე მათ, ვინც სხვა სასმელებს ირჩევდა.

5. ხელს უშლის სახსრებისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების განვითარებას

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლამ ერთობლივად ბრიგჰემის ქალთა საავადმყოფოსთან ერთად დაამტკიცა, რომ ყავა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ის გეხმარებათ ისეთი დაავადების თავიდან აცილებაში, როგორიცაა პოდაგრა. გარდა ამისა, 4 %-ით მცირდება ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების რისკი, თუ სვამთ არა უმეტეს 3 ჭიქა ყავისა დღეში და 45 %-ით - თუ სვამთ 5 ჭიქამდე დღეში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ