ზეღდულეთელებმა გაყიდული მიწის დაბუნება დღესაც მოითხოვეს - ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა
ხმაური და დაპირისპირება იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, სადაც მოსახლეობამ
გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, თუმცა ადგილობრივებმა
კორდონი გაარღვიეს, სამართალდამცავებმა ერთი პირიც დააკავეს, რომელიც მალევე გაათავისუფლეს.
მოსახლეობის მოთხოვნაა 70 ჰა მიწის ფართობი, რომელსაც საძოვად იყენებდნენ სოფელს დაუბრუნდეს.
ტერიტორიას ახლა რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს. სოფელში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები. გორის მერის მოადგილე აცხადებს, რომ ისინი ,,ნაციონალების“ მიერ გაყიდული მიწის
დაბრუნებას ცდილობენ. თამაზ შიოშვილის განცხადებით, პრობლემის მოგვარების მიზნით აუცილებელი მხარეებმა მოლაპარაკება აწარმოონ.