დაემუქრეთ, ამხელა სიბინძურე აკიდეთ და გაწირეთ, ჩაწიხლეთ და გააუბედურეთ - დაკავებული ბუღალტერის შვილი



დაემუქრეთ, ამხელა სიბინძურე აკიდეთ და გაწირეთ, ჩაწიხლეთ და გააუბედურეთ - დაკავებული ბუღალტერის შვილი

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში, ბიუჯეტის ფულის მოპარვაში ბრალდებული ლეილა წკრიალაშვილის შვილი წერს, რომ ონკოლოგიურ პაციენტთან ერთად მომხდარზე პასუხისმგებლობა სხვა პირებმაც უნდა გაიზიარონ. ის გარკვევით მიანიშნებს, რომ ხაზინიდან გადმორიცხული თანხები უფროსის ხელმოწერილია და მერიის ფინანსისტთანაა შეთანხმებული.

,,ეხლა ყველამ კარგად მომისმინეთ, ლეილა წკრიალაშვილის შვილი ვარ-გოგო. რახან დედა ჩუმადაა გგონიათ ბუნაგში რომ შეძვერით ზემდგომები და შეაწმინდეთ ხელი, არ ვიცი ვინ ხართ. იმდენად ლაჩრები ხართ და ქალაჩუნები, ამოეფარეთ ონკოლოგიურ პაციენტს და სარგებლობთ იმის პატიოსნებით. რახან ხმა არავინ ამოიღო გგონიათ შეგრჩათ. უფროსი რომ გამოდის და ამბობს ბუღალტერია პასუხისმგებელი თურმე, ლეილა ყოფილა ყველაფერი, რაზეა ბუღალტერი პასუხისმგებელი მე დაგანახვებ. არც ერთი გადმორიცხვა თქვენი ხელმოწერის გარეშე არაა ხაზინიდან. სად არის ფინანსური მენეჯერი, რომელთანაც აფსოლიტურად ხაზინის ყველა დოკუმენტაციაა შეთანხმებული და გადაგზავნილი თუ ამნეზია დაემართა არ ახსოვს. ღმერთს ვფიცავარ თუ ყველას არ გაგებინოთ პასუხი, ყველაფერი ვიცი და დედაჩემს წინ წაგიმძღვარებთ გპირდებით. თქვენ ეტყობა დებილი გგონივართ. ისიც გაითვალისწინებით მე ლეილაზე ძლიერი ვარ ყველანაირად და ყველას გაგებინებთ პასუხს სამართლებრივად, დასაბუთებულად და დოკუმენტაციით. თუ მუქარის ქვეშ გყავდათ მე ისედაც უკვე მკვდარი ვარ და უკან დასახევი აღარაფერი მაქვს. აუცილებლად გაგებინებთ პასუხს. ისიც ვიცი რომ ნახავ და წაიკითხავ, თუ არადა გადმოგცემენ. თქვენ დასაცავად ქალმა ადვოკატი არ აიყვანა რომ დაემუქრეთ, ამხელა სიბინძურე აკიდეთ და გაწირეთ, ჩაწიხლეთ და გააუბედურეთ, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინეთ რომ იმ ქალის უკან შვილები დგანან და სიკვდილის ფასად რომ დამიჯდეს ყველას მიგაყოლებთ" - წერს ლეილა წკრიალაშვილის შვილი.

გორის მერიის ბუღალტერი, რომელიც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული, დაკავებულია. სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა ლეილა წკრიალაშვილი გასულ ღამეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ