,,უსამართლოა ეს ცხოვრება ხალხო“ - გორის საკრებულოს წევრი პოსტს აქვეყნებს



,,უსამართლოა ეს ცხოვრება ხალხო“ - გორის საკრებულოს წევრი პოსტს აქვეყნებს

გორის საკრებულოს წევრი პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,, დღეს საკრებულოს სხდომა იყო..ჩვეულებრისამებრ " ძაღლი ჰყეფს და ქარავანი მიდისო" იყო. ეხლა ვზივარ სამუშაო მაგიდასთან და ნიუსებს ვათვალიერებ, ყველას მშვიდობაში მოახმაროს ბინა: დევნილებს,პოლიციას, ჯარს,სპორტსმენებს, ექიმებს მარა ჩემს თავზე მომდის ბრაზი ეს რა "უიღბლო" პროფესია ავირჩიე- მასწავლებელი!- არც ბინა! ჯანდაბას შეღავათიან ფასში მაინც იყოს! არც განსხვავებული პენსია და დაზღვევა!

ვითომ რათაო? ეს ჯარი, პოლიცია? ექიმი და ვექილი ვინ აღზარდა?

ეხლა 21 წელია საჯარო დაწესებულებაში ვმუშაობ და არც აქ არაფერი!

რაც მე საკრებულოში

" ბრძოლები"მაქვს შემედაროს პეტრიაშვილ- ხინჩიგაშვილ-ტალახაძე! :)) რაც მე " ტოკიო" მაქვს მოგებული!

ყოფილ პარლამენტარებს სამიდღესჩემო პენსია და საკრებულოს წევრებს არაფერი!

უსამართლოა ეს ცხოვრება ხალხო!:))) “ - წერს ირმა ამბარდნიშვილი

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ