გორის მერმა მიწის გასხვისებაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა - ვლადიმე ხინჩეგაშვილი ზეღდულეთში ჩავიდა
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფელ ზეღდულეთში ჩავიდა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
მოსახლეობამ კი ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმედღიანი ვადა მისცა.
მედიასთან კომეტარის გაკეთებისას ვლადიმერ ხინჩეგასვილმა მიწის გასხვისებაში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა და
თქვა, რომ წინასაარჩევნოდ არავის დაპირებია მიწების დაბრუნებას.
"წინასაარჩევნოდ ამ კონკრეტულ მიწებზე საუბარი არ ყოფილა და ეს პრობლემა არ იყო მაშინ დაყენებული. ეს მიწები
გაყიდულია 2008 წელში, მიუხედავად ამისა, ჩვენ მედიაციას ვაგრძელებთ მესაკუთრესთან, მფლობელთან. ჩვენთვის
მთავარია, რომ იყოს დაცული როგორც მესაკუთრის ინტერესი, ასევე მოსახლეობის ",- თქვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ცნობისთვის, სოფელ ზეღდულეთში დღეს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა.
მათი მოთხოვნა მიწის სოფლის საკუთრებაში დაბრუნებაა.