კასპის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

BOG


კასპის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ თეზის მიმდებარედ კომპანიის წარმომადგენლებმა ქვიშა-ხრეში ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოიპოვეს.

შედგა შესაბამისი ოქმი.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ