შიდა ქართლში კორონა ვირუსით კიდევ 100 ადამიანი დაინფიცირდა - მონაცემები რეგიონების მიხედვით
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 828 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 619 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 209 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 638 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 469, ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 100, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 241, კახეთი - 324, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 490 საიდანაც: 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 435, აჭარაში - 355, იმერეთში - 942. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 959 პირი, მათ შორის, თბილისში - 330, აჭარაში - 90, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 26, იმერეთში - 29. 633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 306 - თბილისში, 185 - აჭარაში. 15 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 6.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 6 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 227 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 085 ადამიანი.