გორის მუნიციპალიტეტში ოფროუდ შეჯიბრი გაიმართება
ოფროუდ შეჯიბრი ტინისხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, 5 დეკემბერს გაინმართება. ღონისძიება საქართველოს ოფროუდის ფედერაცის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ორგანიზატორების თქმით ღონისძიების მიზნებია, საქართველოში საავტომობილო სპორტის პოპულარიზაცია; ქართული ავტო-სპორტის პოპულარიზაცია საქართველოს საზღვრებს გარეთ; ექსტრემალურ პირობებში 4X4 ტიპის ავტომობილების და მოტო/კვადროს შესაძლებლობების გაგება, ექსტრემალურ საგზაო პირობებში ავტომობილის მართვის უნარების სრულყოფა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.