ავარია ქარელთან - გარდაცვლილია ერთი ადამიანი



ავარია ქარელთან - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, მანქანა მაგისტრალზე მოცურდა, გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. შედეგად გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა ორი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ,,ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, ავტომობილი ქუთაისიდან მოდიოდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ