რა რეგულაციებით განახლდება ღამის კლუბების საქმიანობა
როდის და რა რეგულაციებით განახლდება ღამის კლუბების საქმიანობა, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში
კლუბების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელეს. წინასწარ ცნობილია, რომ სტუმრებისთვის, გარდა
კოვიდპასპორტისა, დამატებითი პრევენციული ზომები გატარდება.
უფრო კონკრეტულად, კოვიდპასპორტების გარდა, კლუბებს მოუწევთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
ნორმების გამკაცრება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანების რაოდენობა განისაზღვრება.
კლუბების წარმომადგენლებმა პრევენციული ღონისძიებების გატარების მზადყოფნა გამოთქვეს.