,,დიაბეტური მეგონა და რომ შევჭამე შაქარმა ამიწია“ - გორის მერიამ დიაბეტით დაავადებულ მოხუცებს, წინასაახალწლოდ, მხოლოდ შოკოლადი დაურიგა



,,დიაბეტური მეგონა და რომ შევჭამე შაქარმა ამიწია“ - გორის მერიამ დიაბეტით დაავადებულ მოხუცებს, წინასაახალწლოდ, მხოლოდ შოკოლადი დაურიგა

გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრძანებით, დიაბეტით დაავადებულ მოხუცებს შოკოლადი დაურიგეს. ამის შესახებ ,,ტვ მონიტორინგს“, ე.წ ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრებმა მოსახლეობამ უთხრა. მათი ნაწილი განმარტავს, რომ მძიმე დაავდების გამო მერიის ,,საჩუქარზე" უარი თქვეს და ნობათი, პატარა ბავშვებს დაურიგეს. სუსანა ლომიტაშვილის თქმით,  ტკბილეული დიაბეტური ეგონა, მიირთვა და შაქარმა აუწია, რის შემდეგაც კანფეტები ბავშვებს დაურიგა.

,,ველოდი რომ პროდუქტებს მომიტანდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მასხარად აგვიგდო და დიაბეტით დაავადებულ მოხუცებსა და ახალგაზრდებს,  2 კილო შოკოლადი გამოგვიგზავნეს. თავიდან დიაბეტური მეგონა, თუმცა რომ შევჭამე შაქარმა ამიწია და რაც იყო სულ ბავშვებს დავურიგე“ - ამბობს სუსანა ლომიტაშვილი ,,ტვ მონიტორინგთან“ საუბრისას.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ