ხაშურში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

BOG


ხაშურში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ხაშურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მავალი ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გარდაცვლილი გორის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ