"ომიკრონი" სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია - კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორის განცხადება
კორონავირუსის ახალი შტამი, "ომიკრონი", შესაძლოა, უკვე საქართველოშიც იყოს - ამის შესახებ ,,რუსთავი 2“ კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორზე დაყრდნობით წერს.
მათივე ინფოემაციით, როგოც კლინიკის დირექტორმა განაცხადა , რამდენიმე საეჭვო შემთხვევაზე ღრმა კვლევები უკვე მიმდინარეობს.
"ახალი ვარიანტების საფრთხის ფონზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დეკემბერი და იანვარი იქნება კვლავ მძიმე თვეები, ახალი
შემთხვევების და სიკვდილიანობის მაჩვენებლის თვალსაზრისით. რასაკვირველია, საეჭვო შემთხვევები უკვე არის,
რომელთა გადამოწმება მიმდინარეობს, ღრმა გამოკვლევები ცოტა დროს საჭიროებს.
ჯერჯერობით, ოფიციალურად, საქართველოში აღებული სინჯებიდან, არ არის დადასტურებული "ომიკრონის" არსებობა,
თუმცა, სავარაუდოდ, ის უკვე საქართველოშია. "დელტა" ვარიანტს ჰგავს, მის თვისებებს ამჟღავნებს, ამიტომ, გადამოწმების და ღრმა
კვლევის გარეშე ამის დადასტურება ვერ ხდება. ჩვენგანაც, ისევე, როგორც სხვა ლაბორატორიებისგან პერიოდულად იგზავნება ასეთი სინჯები სეკვენირებისათვის,"-აცხადებს გიორგი კამკამიძე.