უკრაინის სახელისუფლებო კვარტალთან სროლების ხმა ისმის
უკრაინის სახელისუფლებო კვარტალთან სროლების ხმა ისმის. ამის შესახებ Associated Press-ზე დაყრდნობით, BBC წერს.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედროები უკვე კიევის ერთ-ერთ რაიონაში არიან.
„მოქალაქეებს ვთხოვთ, გვაცნობონ ტექნიკის გადაადგილების შესახებ. მშვიდობიან მოქალაქეებს მივმართავთ, რომ იყვნენ ფრთხილად და არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები“, - აცხადებენ უწყებაში.