შსს გორში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებს - საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს
არასრუწლოვანის მიერ პოლიციელების ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 353 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელებზე თავდასხმას გულისხმობს. ახალგაზრდა ბიჭი სამართალდამცველებს ფიზიკურად გუშინ გაუსწორდა. შემთხვევა გორში, იმ დროს მოხდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, გამოძახებაზე იყო მისული. ჩვენი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია არასრულწლოვანი.