პირველად გორში ,,მუნიციპალური ახალგაზრდული ფორუმი 2021“ გაიმართება



პირველად გორში ,,მუნიციპალური ახალგაზრდული ფორუმი 2021“ გაიმართება

 ფორუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების ინფორმირებულობას, მათ სამოქალაქო აქტივიზმსა და ჩართულობას სოციალურ პროექტებსა თუ პროგრამებში. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ ინიციატივით განხორციელდება.

პროეტში მონაწილეობას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 - 29 წლის ასაკის 75 ახალგაზრდა, რომლებიც ფორუმის ფარგლებში მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირის გაცვლით პროგრამებზე, ეროვნულ დონეზე განსახორციელებელ ახალგაზრდულ პროგრამებსა და სხვადასხვა შესაძლებლობებზე.

ასევე, მათ შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციების მუშაობის პრინციპს და მათ მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებს, არასამთავრობო სექტორისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გამართონ პანელური დისკუსიები, იმუშაონ სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე და დაგეგმონ 5 პროექტი.

ფორუმი გაიმართება 21 და 22 დეკემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსში. კოვიდპანდემიის გათვალისწინებით.

პროექტის განხორციელებისას დაცული იქნება ყველა სახელმწიფო რეგულაცია, ფორუმი გაიმართება ჰიბრიდულად, ხოლო მონაწილეები დაიშვებიან კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხების საფუძველზე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ