საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. ხუთშაბათს დილით ის უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. მას ზელენსკის "მრავალჯერადი ინტერვენცია" სთხოვა უკრაინის მხარდასაჭერად.
"საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ომის წამოწყების შესახებ. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. საფრანგეთი სოლიდარულია უკრაინის მიმართ. ის დგას უკრაინელების გვერდით და მუშაობს თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად",- წერს მაკრონი.
მაკრონი ასევე ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხუთშაბათს დილით.