დავით დარბაიძე თანამდებობიდან გადადგა - კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა. ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, დავით დარბაიძემ მისი გათავისუფლების შესახებ დოკუმენტს ხელი თავად მოაწერა. ტვ მონიტორინგის ინფორმაციით, დარბაიძე მუშაობას, ანსამბლ ,,გორის“ ხელმძღვანელად განაგრძობს. ოპოზიციის მტკიცებით, ახლა კულტურის აიპში დიდი ქაოსია და თანამშრომლები თანამდებობებს ბოლო პერიოდში, განვითარებული მოვლენების გამო ტოვებენ.
ცნობისთვის, კულტურის საგანმანათლებლო ცენტრის შენობაში ბიტკოინების ქარხანა იყო მოწყობილი, პარალელურად სააგენტოს ბუღალტერი ბიუჯეტის ფულს ტოტალიზატორში რიცხავდა.
ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ხმის გამაძლიერებლები საზღვაო ქალაქში ჩაიტანეს და გააქირავეს.
რეაგირება კი საგამოძიებო უწყებებმა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტზე მოახდინეს და დაწესებულების ფინანსური მენეჯერი დააკვეს.