სადღესასწაულო პერიოდში ალკოჰოლით და კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევევები გამოვლინდა

BOG


სადღესასწაულო პერიოდში ალკოჰოლით და კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევევები გამოვლინდა

ახალ წელს კვებითი ინტოქსიკაციის 41, ხოლო ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ავრცელებენ. 

უწყების ცნობით, კვებითი ინტოქსიკაციის 12 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში და საჭირო გახდა 3 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია. საქართველოს სხვადსხვა რეგიონში კი კვებითი ინტოქსიკაციის 29 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 12 ადამიანი.

ცენტრის ცნობით, სადღესასწაულო პერიოდში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 97 თბილისში დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 20 პაციენტი. მათი ინფორმაციით, რეგიონებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 134 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 40 ადამიანი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ