ნინოწმინდის პანსიონში შსს შევიდა



ნინოწმინდის პანსიონში შსს შევიდა

ნინოწმინდის პანსიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ.

 

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.

 

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის პანსიონის დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა. მათივე ინფორმაციით, მუშაობა კიდევ 10-მდე ბავშვის გაყვანაზე მიმდინარეობს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის პანსიონიდან კიდევ სავარაუდოდ 5 ბავშვი გადაიყვანეს.

 

ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ტერიტორიაზე დილით შეუშვეს, უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სალიცენზიო პირობებს სწავლობენ.

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) დღეს ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ისინი მოითხოვენ, რომ პანსიონიდან ყველა ბავშვი გაიყვანონ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ