ხაშურისა და კასპის ბაზრებში სურსათის უვნებლობის სააგენტო შევიდა - ნახეთ რა შედეგი მოჰყვა ტვ მონიტორინგის რეპორტაჟებს



ხაშურისა და კასპის ბაზრებში სურსათის უვნებლობის სააგენტო შევიდა - ნახეთ რა შედეგი მოჰყვა ტვ მონიტორინგის რეპორტაჟებს

ხაშურისა და კასპის ბაზრებში ტვ მონიტორინგის მიერ, აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო სურსათის უვნებლობის სააგენტომ სავაჭრო ობიექტები დააჯარიმა. უფლებამოსილი პირების მიერ, არაგეგმიური შემოწმების დროს, ხაშურის ბაზარში, 2 კრიტიკული და 7 არაკრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩერდა. რაც შეეხება კასპის აგრარულ ბაზარს, ტვ მონიტორინგის გადამღები ჯგუფის მიერ, ვადაგასული ხორცის რეალიზაციის გამოვლენის გამო, უვნებლობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალურმა სამმართველომ ბიზნესოპერატორი 500 ლარით დააჯარიმა და 11.5 კილოგრამი ღორის ხორცი გასანადგურებლად დალუქა. კასპის ბაზარში ასევე გამოვლინდა 7 არაკრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც, მათ გამოსწორებისთვის გონივრული ვადა მიეცათ. ცნობისთვის, ტვ მონიტორინგმა ბაზრებში არსებული უმძიმესი დარღვევები შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში გადაიღო. რეპორტაჟები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: კიდევ ერთი სავაჭრო ობიექტი, სადაც სავარაუდოდ ვადა გასული ხორცი იყიდება - მონიტორინგი ბაზრებში: https://www.youtube.com/watch?v=IYvHimSwqG8 საგანგაშო ვითარება ხაშურისა და ქარელის ბაზრებში - დარღვეული სანიტარულ ჰიგიენური ნორმები: https://www.youtube.com/watch?v=eKOx4eWHgto ტვ მონიტორინგმა გორის ბაზრები შეამოწმა - ნახეთ რა ვითარებაას იქ, სადაც საკვებ პროდუქტებს ყიდულობთ: https://www.youtube.com/watch?v=lgKBmlrHWnk

ასევე შეგიძლიათ იხილოთ