2022 წელს გორის მერიამ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 12 სოციალური პროექტი დააფინანსა
2022 წელს გორის მერიამ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 12 სოციალური პროექტი დააფინანსა.
„სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით“ ფინანსდება ის ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.“ - ამბობენ მერიაში.
ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტები, მერიაში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები განიხილავენ და მათი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას პროგრამის კრიტერიუმის გათვალისწინებით იღებენ.
პროექტები ითვალისწინებს:
მზრუნველობას მოკლებული მოხუცების შინმოვლის სერვისებით უზრუნველყოფას (20 ბენეფიციარი);
შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებით უზრუნველყოფას (25 ბენეფიციარი);
მზრუნველობა მოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (60 ბენეფიციარი);
0 – დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხეშეწყობას (60 ბენეფიციარი);
მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს მიღმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცების შინმოვლის ხელმისაწვდომობის გაზრდას (200 ბენეფიციარი);
შინმოვლის საჭიროების მქონე მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით და საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფას (90 ბენეფიციარი);
დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების სოციალურ ინკლუზიას, რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას (70 ბენეფიციარი), მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას (39 ბენეფიციარი);
კატასტროფების პერიოდში სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების მომზადებას, მათი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფას;
სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებული 16 მოხუცებულის თავშესაფრით უზრუნველყოფას (24 საათიანი მომსახურება, კვება, რეაბილიტაცია);
სოციალურად დაუცველი საოჯახო სახლის 40 აღსაზრდელის საზაფხულო ბანაკში დასვენებას.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, გადაადგილება შეზღუდული 20 ბენეფიციარისთვის გორისა და ატენის ეპარქიის უფასო სასადილოდან ცხელი საკვების მიწოდება და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას.
დევნილი და სოციალურად დაუცველი 20 მოზარდის რეაბილიტაცია.