კასპში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - სავარაუდო მკვლელი გარდაცვლილის ნათლულია



კასპში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები  - სავარაუდო მკვლელი გარდაცვლილის ნათლულია

მეზობლებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ტვ მონიტორინგმა დამატებითი დეტალები გაარიკვია. არსებული ინფორმაციით, მოკლულ კაცსა და მკვლელობაში ბრალდებულს ნათესაური კავშირი ჰქონდათ. ისინი ამბობენ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და სწორედ ამიტომ, მათთვის უცნობია, რა გახდა შემზარავი მკვლელობის მიზეზი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ცივი იარაღით,  რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ცნობისთვის, მეზობლებს შორის სისხლიანი დაპირისპირება, კასპის მუნიციპალიტეტის ახალქალაქში მოხდა.  არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ