განახლებული კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა - 2 204, იმერეთი - 3 134, ქვემო ქართლი - 1 199, შიდა ქართლი - 1 461, გურია - 473, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 628, კახეთი - 1 059, მცხეთა-მთიანეთი - 683, სამცხე-ჯავახეთი - 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 164 572 საიდანაც: 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 278, აჭარაში - 776, იმერეთში - 1 122. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 048 პირი, მათ შორის, თბილისში - 403, აჭარაში - 142, იმერეთში - 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი, მათგან თბილისში - 148, აჭარაში - 44, იმერეთში - 23. 2 031 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 179 - თბილისში, 594 - აჭარაში. 157 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.