სამთავისის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით გათვალისწინებულია შენობის მობათქაშება, იატაკისა და კედლის საფარის დაგება, ღებვა და შემინვა და შენობის მოწყობის სხვა სამუშაოები.
ტენდერში მონაწილეობა ამ ეტაპზე არცერთ კერძო კომპანის გამოუთქვამს, განცხდეეების მიღება 22 თებერვლამდეა შესაძლებელი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით შენობის რეაბილიტაციის ღირებულება 345 427 ათასი ლარით განისაზღვრა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშოები სამი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.