სპეცოპერაცია პანკისში - ტერორიზმის ბრალდებით 5 პირია დაკავებული
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს. ორი პანკისის ხეობის სოფელ დუისის, ხოლო სამი სოფელ ქორეთის მცხოვრებია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხუთივე პირი დღეს, დაახლოებით დილის 6 საათისათვის დააკავეს. დაკავებულები 20-წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. ორი დაკავებული, გვარად მაჩალიკაშვილია. ვარაუდობენ, რომ მათი დაკავება, გარკვეული ხასიათის სატელეფონო საუბრებს უკავშირდება.
ახალგაზრდების საცხოვრებელი სახლიდან იარაღი ამოღებული არ არის. გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს.