პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ქალთან ინტიმური ურთიერთობა უკანონოდ გადაიღო და გაავრცელა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ, ფარულად ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა გადაიღო, შემდეგ კი მასალა უკანონოდ გაავრცელა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 157-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფარულად გადაღებული ინტიმური კადრების შესახებ ინფორმაცია "ევროპული საქართველოს" წევრმა, ახმედ იმამყულიევმა გაავრცელა. ის მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის, ზაბილ გაჯიევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გამოძებას მოითხოვდა.
იმამყულიევი პოლციიამ გუშიმ, 9 ივნისს დაკითხა.